Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 გოლდ რეი  
გოლდ რეი
GOLD RAY
სავაჭრო დასახელება:
გოლდ რეი, Gold Ray
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
-
 
წამლის ფორმა:
რბილი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: კაფსულის გარსი: მუქი ვარდისფერიდან მოვარდისფრო-ყავისფრამდე შეფერილობის. კაფსულის შიგთავსი: ყავისფერ-წითელი რბილი მასა მოყვითალო ელფერით.
 
შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნატურალური ფუტკრის რძე (ლიოფილიზატი HAD 5,8%)                      1000 მგ
ბეტა-კაროტინი (ვიტამინ A-ს პროვიტამინი)                                              2500 სე
ხორბლის ღივების ზეთი                                                                                       500 მგ
ნივრის ფხვნილი                                                                                                      100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილვანილინი, სოიოს ლეციტინი 45%, ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი (ტიპი I), ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი (ტიპი II).
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გოლდ რეი წარმოადგენს რაციონალურად შერჩეულ აქტიური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ფუნქციონალური შესაძლებლობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში. პრეპარატში შემავალი კომპონენტები დადებით და ეფექტურ გავლენას ახდენენ, როგორც ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე (ზრდიან ემოციური და ფიზიკური დატვირთვის მიმართ ამტანობას), ასევე, მისი ცალკეული ორგანოებისა და სისტემების ფუნქციებზეც.
ნატურალური ფუტკრის რძე მდიდარია ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ცილებითა და ამინომჟავებით. მისი გამოყენება ასტიმულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, ახდენს რეპროდუქციული ფუნქციის ნორმალიზებას მამაკაცებსა და ქალებში, ზრდის სექსუალურ აქტივობას. ფუტკრის რძე ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას, აღმოფხვრავს შფოთვის, მოუსვენრობის შეგრძნებას. გააჩნია იმუნომოდულაციური ეფექტი. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს და ამცირებს სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს. გააჩნია მცირედ გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი.
ბეტა-კაროტინი წარმოადგენს ვიტამინ A-ს პროვიტამინს. მისი ვიტამინ A-დ გარდაქმნა ხდება ღვიძლში დაჟანგვის შედეგად. იგი დადებით ზემოქმედებას ახდენს მხედველობის ორგანოზე. აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციასთან ბრძოლაში. ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების, მათ შორის გაციების, მიმართ. გამოიყენება პრაქტიკულად კანის ყველა დაავადების სამკურნალოდ. წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და სიმსივნურ დაავადებათა საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებას. ბეტა-კაროტინის ანტიოქსიდანტური მოქმედება მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მათი გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით. ზრდის “სასარგებლო” ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.
ხორბლის ღივების ზეთი ვიტამინ E-ს წყაროა და წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. ვიტამინი E იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, რითაც ხელს უშლის უჯრედების დაბერების პროცესს, აფერხებს სიბერის ლაქების განვითარებას. ხელს უწყობს ვიტამინ A-ს ათვისებას და იცავს მას დაჟანგვისაგან, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება. გარდა ამისა, ვიტამინი E ხორბლის ღივების ზეთის სხვა კომპონენტებთან ერთად კომპლექსში იცავს სისხლძარღვთა კედლებს ათეროსკლეროზული დაზიანებისაგან; კურნავს სექსუალურ დისფუნქციას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
ნივრის ფხვნილი, რომელიც დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიით, იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, ხელს უწყობს მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზაბას, გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ.
 
გამოყენების ჩვენებები:
- გადაღლა, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- აღდგენითი პერიოდი გადატანილი ინფექციური დაავადებების, ოპერაციული ჩარევების, ტრავმების, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ;
- ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაცია (მაგ., სპორტსმენებში);
- კლიმაქტერული პერიოდი;
- უნაყოფობა;
- პოტენციის დაქვეითება;
- არაბალანსირებული კვება;
- სახსრების დეგენერაციული დაავადებები;
- კანის დაავადებები;
- მხედველობის დარღვევები;
- ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.
 
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენ-ტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
 
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება თითო კაფსულა დღე-ღამეში ერთხელ, ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე.
 
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის მიღება დღის მეორე ნახევარში რეკომენდებული არ არის.
 
გვერდითი მოქმედება:
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები გამოვლენილი არ არის.
 
გამოშვების ფორმა:
კაფსულები; 10 ცალი/2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის წესი: ურეცეპტოდ).