Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
კოკარნიტი  

სასიცოცხლო ძალა მთელი ორგანიზმისათვის!

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 დორამიცინი 
დორამიცინი
DORAMYCIN
სავაჭრო დასახელება:
დორამიცინი, Doramycin
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
სპირამიცინი, Spiramycin
 
წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.
დორამიცინი 1.5 მლნ. სე
აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შემოგარსული ტაბლეტები, ცალ მხარეს გრავირებით “DORA” და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს. ტაბლეტის ბირთვი: ყვითელ-თეთრი ფერის. გარსი: თეთრი ან მოთეთრო-რძისფერი.
დორამიცინი 3 მლნ. სე
აღწერილობა: ტაბლეტები, დაფარული თეთრი ან მოთეთრო-რძისფერი გარსით, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ცალ მხარეს გრავირებით - “DORA”.
 
შემადგენლობა:
დორამიცინი 1.5 მლნ. სე
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სპირამიცინი 1 500 000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ეთანოლი 96%.
 
დორამიცინი 3 მლნ. სე
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სპირამიცინი 3 000 000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
გარსის შემადგენლობა: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი 4000, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ეთანოლი 96%.
 
პრეპარატის ათქ კოდი: J01FA02
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალებები. მაკროლიდების ჯგუფი.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დორამიცინი - მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. მოქმედებს რა ბაქტერიოსტატულად, არღვევს ცილის უჯრედშიდა სინთეზს. სპირამიცინი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: სტრეპტოკოკები, მეტიცილინმგრძნობიარე სტაფილოკოკები, ენტეროკოკები, Rhodococcus equi, Branhamella catarrhalis, Bordetella pertussis, Helicobacter pylori, Campylobacter jejuni, Legionella spp., Corynebacte­rium diphtheriae, Moraxella spp., Mycoplasma pneumoniae, Coxiella spp., Chlamydia spp., Treponema pallidum, Borrelia burgdorferi, Leptospira spp., Propionebacterium acnes, Actinomyces spp., Eubacterium spp., Porphyromonas spp., Mobiluncus spp., Bacteroides spp., Peptostreptococcus spp., Prevotella spp., Neisseria gonorrhoeae, Ureaplasma urealyticum, Clostridium perfringens, Toxoplasma gondii. სპირამიცინის მიმართ მდგრადია მიკროორგანიზმები: მეტიცილინრეზისტენტული სტაფილოკოკები, Enterobacter spp., Pseudomonas spp., Acinetobacter spp., Nocardia spp., Fusobacterium spp., Haemophilus spp., Mycoplasma hominis.
 
გამოყენების ჩვენებები:
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
- მწვავე არაჰოსპიტალური პნევმონია (მ.შ. ატიპიური, გამოწვეული Legionella pneumophila, Mycoplasma pneumoniae, Clamydia spp.);
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
- ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები (სინუსიტები, ტონზილიტი, ოტიტი);
- ოსტეომიელიტები და ართრიტები;
-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, მეორადი დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესები და ფლეგმონები, მ.შ. სტომატოლოგიაში);
- სასქესო სისტემის ინფექციები (არაგონორეული ეტიოლოგიის);
-სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მ.შ. გენიტალური და ექსტრაგენიტალური ქლამიდიოზი);
- ტოქსოპლაზმოზი (მ.შ. ორსულებში).
მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკა იმ პირებში, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ავადმყოფთან დიაგნოზის დასმამდე 10 დღით ადრე.
რევმატიზმის რეციდივების პროფილაქტიკა.
 
უკუჩვენებები:
- სპირამიცინსა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
- ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევების დროს.
 
გვერდითი მოქმედება:
ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, დიარეა, კანის ალერგიული რეაქციები.
 
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში ინიშნება 2-3 ტაბლეტი 3 მლნ. სე (6-9 მლნ. სე) დღე-ღამეში 2 ან 3 მიღებად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 9 მლნ. სე.
ბავშვებში ინიშნება 1,5 მლნ. სე/10 კგ-წონაზე დღე-ღამეში გაყოფილი 2 მიღებად.
ბრონქებისა და ფილტვების მწვავე დაავადებებისას მოზრდილებში ინიშნება 1,5 მლნ. სე ყოველ 8 საათში (4,5 მლნ. სე დღე-ღამეში), მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ გაზრდა.
მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში ინიშნება
3 მლნ. სე ყოველ 12 საათში 5 დღის მანძილზე, ბავშვებში – 0,75 მლნ. სე სხეულის მასის 10კგ-ზე ყოველ 12 საათში 5 დღის მანძილზე.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები, დაბალი თირკმლისმიერი ექსკრეციის გამო დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
 
ჭარბი დოზირება:
სპირამიცინის ტოქსიური დოზა არ არის განსაზღვრული.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სპირამიცინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც იწვევენ პარკუჭების ციმციმსა და თრთოლვას: ანტიარითმულ პრეპარატებთან (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), სულტოპრიდთან (ბენზამიდების ჯგუფის ნეიროლეპტიკი) და სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ბეპრიდილი, ციზაპრიდი, დიფემანილი, მიზოლასტინი, ვინკამინი, ერითრომიცინი).
ლევოდოპასა და კარბიდოპას შემცველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას პლაზმაში ლევოდოპას შემცველობის შემცირება აღინიშნა.
 
განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლის დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტები პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროებენ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლს.
 
ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის შეცვლას, არ აქვეითებს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
დორამიცინის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია ჩვენებების მიხედვით.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან შესაძლებელია სპირამიცინის გამოყოფა დედის რძესთან ერთად.
 
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.
დორამიცინი 1.5 მლნ. სე.
8 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
დორამიცინი 3 მლნ. სე.
5 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).